"ახლა ვზივარ და ვნერვიულობ, ვინმემ რამე არ უთხრას" - რა თხოვნით მიმართავს ანიტას ბებია საზოგადოებას

loading...
image
ანიტას ბებია საზოგადოებას სთხოვს, რომ მის ასაკიან დედას ნუ ეტყვიან ანიტას მდგომარეობის შესახებ.

"ცალკე იმას ვდარდობ, დედაჩემს ვინმემ რამე არ უთხრას. მთელი ეს პერიოდი ვზოგავ, რამდენადაც შეიძლება უარყოფითი ინფორმაციისგან და ამ დროს ხან ვინ "გაახარებს" ხოლმე , ხან ვინ. მერე, "უი არ იცოდი?!" აღარ შველის საქმეს. ასაკიანი ქალია, ისედაც ნერვიულობს ამდენი თვეა. ამდენი თვეა ისედაც ადამიანისთვის ყოვლად გაუსაძლის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ვართ და დედაჩემის შემთხვევაში ასაკი და წნევაც ემატება.
ახლა არაფერი იცის. დილით მოვიკრიბე მთელი ძალისხმევა და მშვიდად ვუთხარი, არაფერია ახალი, ისევ ისე სტაბილურადაა-მეთქი და წამოვედი. ახლა ვზივარ და ვნერვიულობ, ვინმემ რამე არ უთხრას.
ანიტა, დროზე გამოჯანმრთელდი და დაასრულე ეს ამდენი ნერვიულობა" - წერს ანიტას ბებია.


loading...
loading...
Загрузка...