"სახლში მივიდნენ და უმძიმესი სურათი დახვდათ..." - შემზარავი ტრაგედია, ახალგაზრდა მამაკაცმა საკუთარ დაბადების დღეზე თავი მოიკლა

loading...
image
უბედური შემთხვევა კასპში - 40 წლამდე მამაკაცის ცხედარი საკუთარ სახლში იპოვეს. მას თავში სანადირო თოფიდან გასროლილი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი, რაც, სავარაუდოდ, სიკვდილის მიზეზი გახდა.

"დიანიუსის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ზემო ბარნაბიაანთკარში მოხდა. მამაკაცს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა და მკვლელობის ვერსიას გამორიცხავენ. ცხედარი კი დაღუპულის დაბადების დღეზე იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. - ფოტო არ ასახავს მომხდარს
loading...
loading...
Загрузка...