11 წლის გოგონამ რომელსაც მასწავლებლის დაგორებაში ადანაშაულებენ თვითმკვლელობა სცადა - ინფორმაცია, რომელიც ამ წუთებში ვრცელდება

loading...
image
რუსთავის N5-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე დღის წინ მომხდარი ინცინდენტის შემდეგ, მეექვსეკლასელი გოგონას დედა „პრაიმტაიმს“ ვრცელ ინტერვიუს აძლევს. მისი თქმით, მან ერთ-ერთი მშობლის წინააღმდეგ სასამართლოს ცრუ ბრალდებისთვის უკვე მიმართა.

მაია დემეტრაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სხვა მშობლები მისი შვილის სკოლიდან გარიცხვას მოითხოვდნენ, 11 წლის გოგონა ისევ იმავე სკოლაში რჩება.

მშობელი „პრაიმტაიმთან“ ჰყვება, რომ მუსიკის პედაგოგმა, რომელიც მის შვილს კიბეებიდან დაგორებაში ადანაშაულებს, გასულ წელს, 11 წლის გოგონას ფიზიკური შეურაცხყოფა თავად მიაყენა და ახლა, პედაგოგი სწორედ ამ ფაქტის გადაფარვას ცდილობს. ამის შემდეგ, ერთ-ერთმა მშობელმა მოზარდს სუიციდისკენ მოუწოდა. მაია დემეტრაშვილი ამას უკავშირებს შვილის თვითმკვლელობის არაერთ ცდას.

„ჩემს შვილს, 2019 წლის 19 აპრილს მუსიკის პედაგოგმა სცემა. ბავშვს ჩაუტარდა ექსპერტიზა, სადაც დადასტურებულია, რომ მას დაზიანება აქვს მიყენებული წიგნის ჩარტყმის შედეგად. როდესაც ვიჩივლე, არ მოეწონა სკოლის მაშინდელ დირექტორს არსენ დემეტრაშვილს. ის ყოველთვის იცავდა და ხელს აფარებდა მუსიკის პედაგოგს. დირექტორს ვთხოვდი შეეხვედრებინა ჩემთვის მუსიკის მასწავლებელი, მაგრამ ქალბატონი ნანა წიქარიშვილი ამას ყოველთვის თავს არიდებდა. განათლების სამინისტროშიც დავწერე საჩივარი. სექტემბერში, როდესაც სწავლა დაიწყო და სკოლაში მივედი, მაშინ გავიგე, რომ სკოლის დირექტორი არსენ დემეტრაშვილი გათავისუფლებული იყო დაკავებული თანამდებობიდან, ოღონდ რის საფუძველზე – არ ვიცი.

ჩემი შვილის ცემიდან ორ კვირაში, კრება ჩატარდა, სადაც მაშინდელმა დირექტორმა ბატონმა არჩილმა დაგვიპირისპირა ჩვენი კლასის მოსწავლის მშობელი, რომელთანაც ნაცნობობა აკავშვირებდა. მან ჩემს შვილის სუიციდისკენ მოუწოდა. ასე უთხრა, შენნაირი, რომ ვიყო თავს მოვიკლავდიო. ამ კრების შემდეგ ჩემმა შვილმა სამჯერ სცადა თავის მოკლა… ფანჯრიდან უნდა გადამხტარიყო, როცა შევუსწარი ოთახში. ამ ფაქტის შემდეგ სკოლამ ფსიქოლოგი ჩართო…

მუსიკის პედაგოგმა სწორედ აპრილში ჩადენილი დანაშაულის გადაფარვა სცადა რამდენიმე დღის წინ – ვითომ ჩემმა შვილმა კიბეებზე რომ დააგორა. იაფერისტა და დაწვა საავადმყოფოში. ზუსტად ვიცი, რომ ნანა წიქარიშვილმა ეს ყველაფერი გაითამაშა, შეიძლება თვითონ წაიქცა კიდეც, რადგან იცოდა, რომ იმ ადგილას ვიდეო კამერა არ იყო დამონტაჟებული.

რაც შეეხება მშობელს, ნინო მაჭარაშვილს, რომელიც სკოლაში დამიპირისპირდა, მე მას არ ვაპატიებ ცრუ ბრალდებებს. ის ჩემს შვილს ბრალს სდებს, რომ თითქოს ჩემი შვილი დანით დადიოდა სკოლაში, დაზიანებებს აყენებდა მოსწავლეებს და მათ ფულს სძალავდა. მას ვპირდები, რომ პასუხისგება მოუწევს ყველა მის ცილისმწამბლური და შეურაცხმყოფელი სიტყვები გამო. მე რომ მას ეს ვაპატიო, ხვალ შეიძლება გააკეთოს. მას მოუწევს სასამართლოში იმის აღიარება, თუ ვინ ლობირებს და ვისგან იყო მოგზავნილი. ამ ქალს საერთოდ არ ვიცნობდი, სკოლაში ვნახე პირველად. აქედან გამომდინარე, მაქვს ეჭვი, რომ ის მოგზავნილია. ვიწყებ მის მიმართ სასამართლო დავას. ჩემი 11 წლის გოგონას ღირსების შელახვას არავის ვაპატიებ. ასევე მოვითხოვ გამოძიების ფარგლებში, სკოლაში და მის პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეო კამერებიდან ამოღებულ იქნას ჩანაწერები და მაჩვენონ, სად დააფიქსირა ჩემი შვილი დანით ხელში ვინმემ. ჩემს ოჯახს საიმისოდ არ აქვს საქმე, რომ ჩემმა შვილმა ვინმეს ფული გამოსძალოს. მოემზადოს ნინო მაჭარაშვილი სასამართლოსთვის.

მადლობა მინდა ვუთხრა, რუსთავის რესურს ცენტრის ხელმძღვანელს, ქალბატონ თამარ ხეჩიკაშვილს, რომელმაც დაიცვა ჩემი შვილი და რომ არა ის, ალბათ ბავშვი დღეს ცოცხალი არ იქნებოდა.

ბავშვი ძალიან დასტრესილია, თუმცა სკოლაში მაინც დადის. მის მიმართ დიდ ყურადღებას იჩენენ, როგორც დირექტორი, ასევე კლასის ხელმძღვანელი და სხვა პედაგოგები. ძალიან მეშინია თავს რამე არ აუტეხოს. მეუბნება, რომ ის ბრალდებები რაც მის წინაშე აქვს პედაგოგს და მშობლებს, არის დიდი სიცრუე. ჩემი სიმართლის დასამტკიცებლად უნდა ვიარო ამ სკოლაშიო. იმდენი ადამიანის წინაშე ჩემი შვილი ისე დაამცირეს, რომ არ ვიცი როგორ გადაიტანს ამ ყველაფერს. თავი, რომ მოიკლას, ვინ აიღებს ამაზე პასუხისმგებლობას?! მადლობა ღმერთს, რომ პედაგოგები სათანადო ყურადღებას აქცევენ და ერთი წამით არ ტოვებენ უყურადღებოდ. როცა მე სამსახურში ვარ, ბავშვი დედაჩემთან არის და მაქსიმალურ ყურადღებას ვაქცევთ.

ჩემი ერთადერთი მოთხოვნაა, ნინო მაჭარაშვილმა საზოგადოების წინაშე ბოდიში მოგვიხადოს მეც და ჩემს შვილსაც, იმ ცილისწამებისა და შეურაცხყოფისთვის, რომელიც მთელმა ქვეყანამ ნახა.“ – ამბობს მაია დემეტრაშვილი.

სურვილის შემთხვევაში, „პრაიმტაიმი“ მზადაა, სტატიაში ხსენებულ პირებთან ინტერვიუ ჩაწეროს.
loading...
loading...
Загрузка...