თამარ ბაღაშვილი „რუსთავი 2“-ში დარჩენილ შვილზე პირველ კომენტარს აკეთებს

loading...
image
გავრცელებული ინფორმაციით, „რუსთავი 2“-ში თამარ ბაღაშვილის შვილი, ნინი კუპრაძე მუშაობას დილის გადაცემების ჟურნალისტად გააგრძელებს. პრაიმტაიმი“ ტელეკომპანია „მთავარის“ ერთ-ერთ სახეს, თამარ ბაღაშვილს დაუკავშირდა. როგორც ის აცხადებს, მისი შვილი საინფორმაციო ჟურნალისტი არ არის და თუ მისთვის მიუღებელი პროცესები შემოქმედებით გადაცემებზე აისახა, ნინი კუპრაძე სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.

„ჩემი შვილი პოლიტიკური ჟურნალისტი არ ყოფილა. ის „რუსთავი 2“-ზე ფროდაქშენშია და არა საინფორმაციო სამსახურში. მე არხი იმიტომ დავტოვე, რომ საინფორმაციო პოლიტიკა იცვლება. ნინი „რუსთავი 2“-ში გაზრდილია, სხვა სფეროა და მუშაობს იქ. მას ჯანსაღი, სწორი სამოქალაქო პოზიცია აქვს და არ სჭირდება ჩემი დარიგებები. თუ რაღაც სასწაული მოხდა, არასოდეს არაა წამოსვლა გვიან და სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.“ – ამბობს თამარ ბაღაშვილი.

შეგახსენებთ, 20 აგვისტოს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის რამდენიმე თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს. 21 აგვისტოს გადაცემა „PS“-ის გუნდმა „რუსთავი 2“ დატოვა, მანამდე კი ტელევიზია „კურიერის“ ჟურნალისტებმაც დატოვეს. მათ შორის იყო თამარ ბაღაშვილი.

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ განახლებული ეთერით მაუწყებლობას 23 სექტემბრიდან დაიწყებს.

„დილა მშვიდობისა საქართველო, უქმეებზე” ეთერში 28 სექტემბრიდან გავა. დილის გადაცემას ნუკა ორჯონიკიძე, მაკო კვიტაიშვილი და სანდრო სანაია წაიყვანენ“.
loading...
loading...
Загрузка...