„კურიერის“ ერთ-ერთი წამყვანის ვინაობა ცნობილია

loading...
image
რუსთავი2-ის დღის საინფორმაციო გამოშვების წამყვანი შესაძლოა ჟურნალისტი თამარ ურუშაძე გახდეს.

მისი კანდიდატურა „კურიერის“ წამყვანად და ჟურნალისტად მოიაზრება.

შეესაბამება თუ არა მედიაში გავრცელებული ეს ინფორმაცია სიმართლეს, ამის გასარკვევად თამარ ურუშაძეს დავუკავშირდით, თუმცა ჟურნალისტმა კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

თამარ ურუშაძე სხვადასხვა დროს იყო პირველი არხის და ტელეკომპანია „იბერიას“ საინფორმაციო გამოშვების წამყვანი და რეპორტიორი.
loading...
loading...
Загрузка...