"დავით სარალიძე გლდანის სასაფლაოზე არაადამიანურად მოკლული განისვენებს, მიხეილ კალანდიას მიერ ორგანიზებული ჯგუფისგან" - ზაზა სარალიძე მოზარდების მკვლელობის დღეს დეტალურად აღწერს

image
ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე მოზარდების მკვლელობის დღეს დეტალურად აღწერს:
"2017 წლის 1 დეკემბერი,დაახლოვებით 13 საათი.
ა.ს. ურეკავს დასახმარებლად მიხეილ კალანდიას,
მიხეილ კალანდია თავის მხრივ აგროვებს ეგრეთწოდებულ საძმოს და წინასწარ გეგმავენ სად უნდა წავიდნენ,რა იარაღი უნდა წაიღონ და წინასწარვე თანხმდებიან,რომ ვიღაც უნდა "დაიშტიროს"(დაიჭრას).
დაახლოვებით დღის 14 საათზე მიხეილ კალანდიას მიერ ორგანიზებული ჯგუფის მონაწილეობით სასიკვდილოდ დაიჭრა ორი არასრულწლოვანი.
რომელ ე.წ. დაშტირვაშიც თავადაც ღებულობს მონაწილეობას დანარჩენ სხვა პირებთან ერთად.

1...დავით სარალიძე გლდანის სასაფლაოზე უკანონოდ და არაადამიანურ პირობებში მოკლული განისვენებს,მიხეილ კალანდიას მიერ ორგანიზებული ჯგუფისგან!!!!
2...დავით სარალიძის სახელის განადგურებას პირველივე დღეებიდან ცდილობდა მიხეილ კალანდიას ოჯახის წევრები,კონკრეტულად ბაბუა(ბორია კაკუბავა.).
3...დავით სარალიძის მკვლელების ხელის დაფარებასა და მტკიცებულებების განადგურებაში ასევე მონაწილეობდა მიხეილ კალანდიას ოჯახის წევრები,მამა ძმა,ბიძა და ასე შემდეგ...

დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობა დაგეგმილი იქნა მიხეილ კალანდიასა და მის მიერ შეკრებილი ე.წ. სასტავის მიერ და დღეს ისევ მისი ოჯახის წევრებისა და უფლება დამცველებთან შეთანხმებულად ისევ გრძელდება ორი სადისტურად მოკლული არასრულწლოვნის ბულინგი რაც ემსახურება დროის გაყვანას და ჭეშმარიტების დადგენაში ხელის შეშლას,რასაც 2017 წლის 1 დეკემბრიდან ცდილობდა მიხეილ კალანდიას ოჯახის წევრები და თავად მიხეილ კალანდია.

ხაზ გასმით ვაფიქსირებ!!!
მიხეილ კალანდიას მიერ ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დღეს უკანონოდ ორი არასრულწლოვანი განისვენებს საქართველოს მიწის ქვეშ.
რომლებიც ვეღარასდროს იხილავენ ვეღარაფერს ამიერ საქართველოში!!!

პ.ს.ეს მოკლე მიმოხილვა პატივცემულო უფლებადამცველებო.დანარჩენზე სასამართლოში შევხვდებით" - წერს ზაზა სარალიძე სოციალურ ქსელში.