( ვიდეო ) ნიკა გვარამიას ბრალი დაუმძიმდა - პროკურატურის საგანგებო განცხადება

loading...
image
სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“-ის კუთვნილი თანხების მითვისებისა და ქონების გადამალვის ფაქტზე არხის ყოფილ გენერალურ დირექტორს ბრალი დაუმძიმდა.

გვარამიას მიმართ პროკურატურამ ბრალის ახალი დადგენილება გამოიტანა, რაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ქონების გაფლანგვას, ასევე ყალბი გარიგებებს გულისხმობს.

პროკურატურამ ასევე ბრალი წარუდგინა არხის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიას და რუსთავი2-ის ქვეკონტრაქტორი კომპანია „ინტერმედიას“ დირექტორს, ზურაბ იაშვილს.

ახალი ბრალის წარდგენამდე, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით 10 აგვისტოს მიმართა.

11 აგვისტოს სასამართლომ ნიკა გვარამიას 40 000 ლარის გირაო შეუფარდა.

loading...
loading...
Загрузка...