შოკისმომგვრელი კადრები - რუსეთში მღვდელმა ბავშვს ნათლობის დროს დაზიანებები მიაყენა

loading...
image
რუსეთში მღვდელმა, რომელიც ერთი წლის ბავშვს ნათლავდა ტრავმა მიაყენა. ვიდეო ერთ-ერთმა რუსულმა პორტალმა გაავრცელა.

ინციდენტი მარიენბურგის ტაძარში მოხდა.

კადრებზე ჩანს, როგორ აყოფინებს მღვდელი თავს ატირებულ ბავშვს წყალში ძალის გამოყენებით. მას შემდეგ კი, რაც შეშფოთებული დედა ბავშვის დახმარებას ცდილობს, დედას შვილს არ აძლევს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ბავშვის მონათვლაში დედამ 3500 რუბლი გადაიხადა. ნათლობის შემდეგ ბავშვს დაზიანებები და სილურჯე აღენიშნება.

ქალმა პოლიციას მიმართა. გარდა ამისა, მისი თქმით ამ ინციდენტს ეპარქიაშიც მიაქციეს ყურადღება და ქალს შეჰპირდნენ, რომ მღვდელს მსახურების უფლებას შეუჩერებენ.

loading...
loading...
Загрузка...