ჩინეთი პანდების კლონირებას გეგმავს

loading...
image
რამდენიმე ხნის წინ, ჩინეთში არსებულმა ბიოტექნოლოგიურმა კომპანია "Sinogene"-მა საზოგადოებას კნუტის წარმატებული კლონირების შესახებ აცნობა. ცხოველის პროტოტიპი იმ კატისგან აიღეს, რომელიც დიდი ხნის ავადმყოფობის შედეგად მოკვდა. ფუმფულა ბინადარმა იმდენად შეაყვარა პატრონებს თავი, რომ სხვისი აყვანა არ სურდათ და თანამედროვე ტექნოლოგიებით, მისი ასლის შექმნა გადაწყვიტეს (იხ. სტატია).

მიუხედავად იმისა, რომ შემკვეთი შედეგებით უკმაყოფილო დარჩა, კომპანია "Sinogene"-ი შინაური ცხოველების კლონირებას აგრძელებს. გარდა ამისა, მათი გეგმის ნაწილია გადაშენების პირას მყოფი ცხოველების კლონირება. კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილის - ვან ინინის თქმით, თანამშრომლობას იწყებენ პეკინის ზოოპარკთან (ჩინეთში
უდიდესი ცენტრი, რომელიც დაკავებულია იშვიათი ცხოველების გამრავლებითა და დაცვით).

ამ იდეას მხარს უჭერს პანდების წამყვანი სპეციალისტი ჩენ დაიუანი. მისი თქმით, პანდების სუროგატი დედა შესაძლოა, ჩვეულებრივი კატა გახდეს. მიუხედავად ამ ორი ცხოველის სხვაობისა, ახალშობილი პანდა და კნუტი თითქმის ერთი და იგივე წონა - დაახლოებით 100 გრ-ია.

კომპანია "Sinogene"-ი ამ ექსპერიმენტის დაწყების ზუსტ რიცხვს არ ასახელებს.

"ამ ეტაპზე ძაღლებისა და კატების კლონირებაზე ვმუშაობთ. პანდებს რეპროდუქციის საკმაოდ დაბალი მაჩვენებელი აქვთ, ამიტომ ჩენ დაუანმა შემოგვთავაზა მისი კლონირება სხვა ცხოველების დახმარებით, რომლებიც პანდების სუროგატი მშობლები გახდებიან" - ამბობს ვან იანინი.

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ რამდენიმე წლის წინ ძაღლის დახმარებით მგლის კლონირება წარმატებით დასრულდა. ეს ნიშნავს, რომ პანდების გამრავლება სხვა ცხოველის დახმარებით სავსებით შესაძლებელია. "უდავოა, მარტივი ამოცანა არ არის, ამასთანავე, ამ ექსპერიმენტისთვის დამატებით მასალა დაგვჭირდება", - ამბობს ვან იანინი.
loading...
loading...
Загрузка...