მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანი კუ 344 წლის ასაკში მოკვდა

loading...
image


სიახლეები
მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანი კუ 344 წლის ასაკში მოკვდა
13.10.2019
კუ, სახელად ალაგბა (Alagba), 344 წლის იყო და ის დიდი ხნის განმავლობაში ნიგერიაში, ოგბომოსოს ტომის ბელადის სასახლეში ცხოვრობდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა "BBC"-ი ავრცელებს.

ალაგბა, რომელიც სავარაუდოდ მე-17 საუკუნეში დაიბადა, ტურისტებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ადგილობრივები თვლიდნენ, რომ კუს წარმატება მოჰქონდა და მეტიც, მას ადამიანების განკურნებაც შეეძლო.

კუს ორი სპეციალისტი მეთვალყურეობდა. ისინი მის მოთხოვნილებებს აკმაყოფილებდნენ და კვების რაციონს აკონტროლებდნენ.

მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანი კუ 344 წლის ასაკში მოკვდა


ისტორიული წყაროს მიხედვით, კუ სასახლეში მესამე ბელადმა 200 წლის წინ მიიყვანა - იმ დროს, როდესაც წარმატებული ექსპედიციიდან შინ დაბრუნდა. და თუ ეს სიმართლეა, ალაგბამ მას შემდეგ ოგბომოსოს ტომის 18 ბელადი გამოიცვალა.

"BBC"-ის ინფორმაციით, რეპტილიების ექსპერტები ალაგბას ასაკს ეჭვქვეშ აყენებენ, რადგან ისინი თვლიან, რომ კუ ამ ასაკამდე ვერ ცოცხლობს.

იშვიათ შემთხვევაში, გიგანტური კუები 200 წლამდე ცოცხლობენ.

დღევანდელი მონაცემებით, ყველაზე ასაკოვანი კუ, სახელად ჯონათანი, წმინდა ელენეს კუნძულზე ცხოვრობს და ის 187 წლისაა.

ოგბომოსოს ბელადის თქმით, ის კუს ფიტულის დამზადებას გეგმავს ტურისტებისთვის და ისტორიული ჩანაწერებისთვის.
loading...
loading...
Загрузка...