იაპონიაში ვეშაპის ახალი სახეობა აღმოაჩინეს

loading...
image
იაპონელმა ბიოლოგებმა საზოგადოებას ახალი აღმოჩენის შესახებ აცნობეს, - წერს გამოცემა "Scientific Reports"-ი. ვეშაპის ახალი სახეობა ჰოკაიდოს კუნძულებთან იპოვეს. ის ადგილობრივმა მეთევზეებმა დაიჭირეს.

წყლის ცხოველი ძალიან ჰგავს ჩრდილოურ მოცურალას (Berardius bairdii), რომელიც კბილიანთა გვარს მიეკუთვნება, მაგრამ ახალი სახეობა მოცურალზე ბევრად პატარა ზომისაა. ზრდასრული ინდივიდის სიგრძე 6,9 მეტრამდე აღწევს, ხოლო ჩვეულებრივი მოცურალისა 10 მეტრს. გარდა ამისა, აღმოჩენილ ჯიშს შავი შეფერილობა აქვს იმ დროს, როცა გაცილებით დიდი სახეობა ნაცრისფერია. ორივე ჯიშის წარმომადგენლებს გრძელი და წვრილი ნისკარტი აქვთ, ისევე როგორც დელფინს. საინტერესოა, რომ ყველა ახალი
სახეობა, რომელიც ამ დრომდე დაუჭერიათ, მამრია, ამიტომ ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორ გამოიყურება მდედრი.

იაპონიაში ვეშაპის ახალი სახეობა აღმოაჩინეს


ამ დრომდე, ბიოლოგებისთვის მხოლოდ მოცურალას ორი სახეობა იყო ცნობილი (ჩრდილოური მოცურალა და სამხრეთული მოცურალა). გენეტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ ამ შემთხვევაში, ახალი სახეობა არცერთს მიეკუთვნება და ეს სრულიად ახალი ჯიშია. სპეციალისტებმა მას Berardius minimus-ი - პატარა მოცურალა დაარქვეს.
loading...
loading...
Загрузка...