დემნა გვასალია ერთადერთი დიზაინერია, რომელიც 2-ჯერ მოხვდა Vogue-ის 12 რჩეულ ჩვენებაში

loading...
image
ვოგმა 2009 წლიდან ჩატარებული 12 ყველაზე მნიშვნელოვანი მოდის ჩვენება გამოყო და მათ შორის ორჯერ მხოლოდ ერთი დიზაინერი მოხვდა — დემნა გვასალია, რომელიც Vetements-ის დამფუძნებელი და Balenciaga-ს კრეატიული დირექტორია.

სიაში ორჯერ მოხვდა მოდის სახლი ლუი ვიტონიც, თუმცა სხვადასხვა კრეატიული დირექტორების, მარკ ჯეიკობსისა და ნიკოლა ჟესკიერის ფარგლებში ჩატარებული ჩვენებებით.

როგორ შეარჩიეს ვოგის რედაქტორებმა ყველაზე მნიშვნელოვანი 12 ჩვენება იმ ათასობით მოდის შოუდან, რომლებიც ბოლო 10 წლის განმავლობაში ნახეს? ამისთვის მოდის გამოცემამ რამდენიმე კრიტერიუმი გამოყო, მათ შორის — ხანგრძლივი გავლენა ინდუსტრიაზე.

სიაში დემნა გვასალიას ორი დეფილე მოხვდა. ვეტმოს 2015 წლის შემოდგომის ჩვენება და ბალენსიაგას 2016 წლის ასევე შემოდგომის ჩვენება, რომელშიც ქართველი დიზაინერის, როგორც ესპანური მოდის სახლის კრეატიული დირექტორის დებიუტი შედგა.

მოდის სახლებსა და ბრენდებს შორის, რომელთა ჩვენებებიც ასევე მოხვდნენ ვოგის სიაში, არიან ვალენტინო, ალექსანდრე მაკქუინი, გუჩი, ლუი ვიტონი, შანელი და სხვები:

1. Céline, 2010 წლის გაზაფხული
კოლექცია ფიბი ფილოს ეკუთვნის.

დემნა გვასალია ერთადერთი დიზაინერია, რომელიც 2-ჯერ მოხვდა Vogue-ის 12 რჩეულ ჩვენებაში


2. Comme des Garçons, 2012 წლის შემოდგომა
რეი კავაკუბო



3. Saint Laurent, 2013 წლის შემოდგომა
ედი სლიმანი



4. Louis Vuitton, 2014 წლის გაზაფხული
მარკ ჯეიკობსი



5. Rick Owens, 2014 წლის გაზაფხული
რიკ ოუენსი



6. Chanel, 2014 წლის შემოდგომა
კარლ ლაგერფილდი



7. Louis Vuitton, 2014 წლის შემოდგომა
ნიკოლა ჟესკიერი



8. Gucci, 2015 წლის შემოდგომა
ალესანდრო მიკელე



9. Vetements, 2015 წლის შემოდგომა
დემნა გვასალია



10. Balenciaga, 2016 წლის შემოდგომა
დემნა გვასალია



11. Valentino, 2019 წლის გაზაფხული
პიერპაოლო პიჩოლი



12. Alexander McQueen, 2019 წლის შემოდგომა
სარა ბარტონი



წყარო: Vogue

გაიგეთ მეტი: დემნა გვასალია, ბალენსიაგა, ვეტმო, Balenciaga, Vetements, Vogue
loading...
loading...
Загрузка...