კენდალ ჯენერის ახალი სარეკლამო ვიდეორგოლი, რომელმაც მთელი მსოფლიო აალაპარაკა

loading...
image
კენდალ ჯენერი საავტორო სატელევიზიო შოუს დამსახურებით მთელს მსოფლიოში ცნობილი კარდაშიანების ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წარმომადგენელია - 23 წლის მოდელი, რომელიც ბოლო წლების ყველაზე მაღალანაზღაურებადი სახეა სამოდელო სფეროში.

ცოტა ხნის წინ კი ტანსაცმლის ცნობილმა პოლონურმა ბრენდმა Reserved, რომელსაც მსოფლიოს ოცამდე ქვეყანაში 1700-მდე ფილიალი აქვს, შემოდგომა-ზამთრის ახალი კოლექციის სარეკლამო ვიდეორგოლი გამოაქვეყნა, რომელშიც მონაწილეობას სწორედ კენდალ ჯენერი იღებს.

ვიდეო რამდენიმე დღეში გავირუსდა და ის მილიონობით მაყურებელმა ნახა.

რეკლამის რეჟისორი, გორდონ ფონ შტაინერი 137 წამიან ვიდეოში მაქსიმალურად ეცადა, რომ ტანსაცმლის კოლექციისთვის დამახასიათებელი იტალიური კულტურის კონტურები ვიდეორგოლშიც გადმოეტანა, რაც წარმატებით გამოუვიდა კიდეც: რეკლამა მოკლემეტრაჟიან ვინტაჟურ იტალიურ კინოს დაემსგავსა.

ამას ხელს უწყობს კენდალ ჯენერის მომხიბვლელი გარეგნობაც: ის თავდაპირველად სოფი ლორენის ახალგაზრდული მშვენიერებით გვევლინება, შემდეგ ნატალი პორტმანის დაუცველ სახეს გვახსენებს ფილმ ლეონიდან, ბოლოს კი ჯადოსნურ ქალთევზად გადაიქცევა.
loading...
loading...
Загрузка...