მშობიარობიდან 5 თვეში შეუდარებელმა ქენდისმა Victoria’s Secret-ის შოუზე გაიბრწყინა (ვიდეო)

loading...
image
29 წლის სამხრეთ აფრიკელი მოდელი, Victoria’s Secret-ის წამყვანი ანგელოზი ქენდის სვეინპოლი მშობიარობიდან 5 თვეში შოუზე გამოვიდა და ის შესანიშნავ ფორმაშია.

მშობიარობიდან 5 თვეში შეუდარებელმა ქენდისმა Victoria’s Secret-ის შოუზე გაიბრწყინა (ვიდეო)




























ქენდისი და მისი ბრაზილიელი, ასევე მოდელი ბოიფრენდი ჰერმან ნიკოლი 13-წლიანი ურთიერთობის შემდეგ მეორე შვილის მშობლები 2018 წლის 19 ივნისს გახდნენ. ქენდისმა მეორე ბიჭი არიელი 19 ივნისს, სახლში გააჩინა.
ქენდისმა პირველი შვილი 2016 წლის ოქტომბერში გააჩინა და 2016 წლის VS-ის შოუ გამოტოვა. 2017 წლის ნოემბერში კი პოდიუმს დაუბრუნდა და, Victoria’s Secret-ის შოუ გახსნა. თუმცა პატარა მუცელი ეტყობოდა . ფანებმა მაშინვე დაიწყეს წერა, რომ ქენდი მეორეზე იყო ორსულად. 2017 წლის დეკემბერში ტოპ მოდელმა დაადასტურა, რომ მეორე ბავშვს ელოდებოდა.
ქენდისი 13 წელია მოდელ ჰერმან ნიკოლთან არის ურთიერთობაში . ისინი 2005 წლიდან ურთიერთობაში არიან და დანიშნულები არიან. წყვილი პირველი ბიჭის ანაკას მშობლები 2016 წლის 5 ოქტომბერს გახდნენ.

ქენდისი 17 წლის იყო, როდესაც ჰერმანი გაიცნო და მას შემდეგ ერთად არიან. ის მისი პირველი შეყვარებულია.
loading...
loading...
Загрузка...